პირველად იყო სიტყვა…
... და სიტყვა იყო ღმერთი
ინება არსთა გამრიგემ და არარაობის ცივი სიბნელიდან იქმნა ნათელი. ქაოტური ხაზები მოირღვა, დასრულდა აბნეული ხეტიალი.
ამდენი ხნის მიუსაფრობიდან პირველად მოვიდა ასეთი სიტყვა და სულის ნაცოდვილარი ბნელეთით გაჭვარტლული კედლებიდან გადაიფხიკა სქლად დაფენილი მური.
ყველაფერი ხომ სიყვარულიდან იწყება, სიყვარული აღძრავს მოქმედების სურვილს, მოქმედების სურვილი გვაძებნინებს საქმეს რომელიც გამოგვივა, მერე ვპოულობთ ამ საქმეს, ვცდილობთ გავაკეთოთ ის რაც შეიძლება კარგად და ვცდილობთ ვისწავლოთ მისი კეთება კიდევ და კიდევ უფრო კარგად იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მათთვის ვინც გვიყვარს.
ხო ძალიან მარტივია, მაგრამ ამ ყველაფერს სიყვარული ჭირდება. მეტი სიყვარული.
სიყვარულით გავიღვიძოთ ყოველ დილას, სიყვარულით ვაკეთოთ ყოველდღიური საქმე, გვიყვარდეს და ვზრუნავდეთ ქვეყანაზე, გარემოზე, ოჯახზე. ჩვენც ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ უკეთესები ვიყოთ. ჩვენი კვალი დავტოვოთ, სიყვარულით და ზრუნვით განპირობებული კვალი.


