среда, 23 июня 2010 г.

ვისწავლოთ ქარგვა

ქარგვა საყვარელი ხელსაქმეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის , ეს შემოქმედებითი პროცესია და დიდ მონდომებას და ნებისყოფას მოითხოვს. ქარგვა ხელოვნებაა. ადრე საქართველოში დედოფლების და თავადის ქალების პრივილეგია იყო და ჩვენს დროშიც
 ბევრი ადამიანია დაინტერესებული ხელოვნების ამ სახეობით, და არა მარტო ქალები, მამაკაცებიც არანაკლებ კარგი მქარგველები არიან.
 მე პირადად, არც თუ ისე დიდი ხანია, რაც დავინტერესდი ჯვარედინი ქარგვის სახეობით და ძალიან გამიტაცა ამ საქმემ.

ვისაც გაინტერესებთ ხელოვნების ეს დარგი და გსურთ დაეუფლოთ ქარგვის ხელოვნებას, მაგრამ არ იცით რითი დაიწყოთ, მე შევეცდები , აგიხსნათ, რა დაგჭირდებათ საწყისს ეტაპზე, რომ დაიწყოთ ჯვარედინი სტილით ქარგვის შესწვლა.
მაშ ასე, დასაწყისისთვის საჭიროა შემდეგი ხელსაწყოები:


                                                                

                                                                        
                                                                       1.კანვა


                                                                  

                                                            2.ქარგა.3.ნემსი.4.მაკრატელი




                                                              5..მულინეს ძაფები 

ასევე დაგვჭირდება სქემები ან ნახატები, თუ რის მოქარგვას აპირებთ.
დასაწყისისთვის მარტივი სქემა უნდა შევარჩიოთ. რომელიმე მარტივი ორნამენტი, აი ასეთი:



                                                                         ან ასეთი, 

                                 ან რომელიმე  რომელიმე სხვა, რომელიც მოგწონთ.



 სქემაზე მოცემულია ნახატი, აქ ერთი უჯრა უდრის ერთ თვალს, თვლები ამოგვაქვს შემდეგნაირად:

                                            
თუ რაიმე კითხვა დაგებადებათ, მომწერეთ და შევეცდები ყველა კითხვაზე გიპასუხოთ.

 ეს კი ჩემი ბოლოდროინდელი ნამუშევარია სერიიდან ნაქარგი სურათები

 ამჟამად გადავედი ქართული ქარგვის,ზოგადად ხევსურული ორმნამენტების მოქარგვაზე, ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი მაქვს მოქარგული, მაგრამ თანდათან კიდევ დავდებ ახალ ნამუშევრებს. ეს პატარა ჩანთა კი ამ ბოლო დროს მოვქარგე
  
ეს ჯერ დაუმთავრებელია, ამჟამად ამაზე ვმუშაობ, და აუცილებლად გაჩვენებთ , რა გამოვა საბოლოოდ;



ეს კი ხევსურული ქარგვის ორნამენტებია, რომელიც გამოიყენება ქარგვის დროს





 თავიდან ხომ გახსოვთ, ასე დავიწყე ქარგვა:



საბოლოო შედეგი კი მივიღე აი ასეთი  ჩანთა:




მეც არ მოველოდი ისეთი კარგი გამომივიდა, ძალიან მიყვარს  :)




ეს კი სათვალის ჩასადებია, რომელიც ჩანთის პარალელურად მოვქარგე



ესეც მეორე მხარეა,
ორივე მხარეს აქვს სხვადასხვანაირი ნაქარგობა




5 комментариев:

Анонимный комментирует...

mainteresebs magalitad surati <,ia" rom aris, mand suratis gascvriv feradi kubikebia da aceria ricxvebi magalitad 79, 87 da ase shemdeg. es rogor unda gavigot kargvis dros? ras nhishnasv eg?.. gmadlobt.

. . . комментирует...

ეს არის მულინეს ძაფების ნომრები,რომელიც ნაქარგებს ყოველთვის მოყვება, ეს საჭიროა ძაფის ყიდვის დროს გავითვალისწინოთ, რომელი ფერი ვიყიდოთ,

Alexandre комментирует...

Gamarjoba, dzalian mainteresebs qartuli ornamentebis simbolebis nishvneloba: am naqsovi simbolebis gamoyeneba minda tatustvis. ert suratshi simbolebi aris gadatargmnili da mainteresebs tu rame istoriis moyola sheidzleba am simbolebit romlebic shen gaqvs dadebuli shen blogze.. didi madloba suratebistvis dzalian sainteresoa da kargi xani vedzebdi aset dzvelebur simbolebs.. gtxov momcere .. madlob.

Aleko

. . . комментирует...

mxolod is vici, rom qartuli ornamentebi ziritadad qristianul simboloebs agnishnavs

Анонимный комментирует...

gamarjoba :) yvelaferi shevidzine samwuxarod ver vswavlob tvlebis amoyvanas iqneb rame mirchio?